28.აგვისტო .2019 14:42

ბრექსიტი - ბორის ჯონსონი გეგმავს დედოფალს მიმართოს, რათა მან პარლამენტის საქმიანობა დროებით შეაჩეროს

views 429
უკან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დედოფალს მიმართავს, სექტემბრის შუა რიცხვებიდან პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით BBC ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, შესაბამისი მოთხოვნით ელიზაბეტ მეორეს ბორის ჯონსონი დღეს მიმართავს. ამ ნაბიჯით გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს 31 ოქტომბერს დაგეგმილ ბრექსიტთან დაკავშირებით, პარლამენტარების ბლოკადის შეჩერება სურს.

კერძოდ, გავლენიანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობა ამ საკითხს დეპუტატების შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გაახმაურებს, შესაბამისად, დეპუტატები ვერ მოასწრებენ კანონის მიღებას, რომელიც მთავრობას 31 ოქტომბერს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებაში ხელს შეუშლის.

როგორც ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, მსგავსი ნაბიჯი ქვეყანას სერიოზულ პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე მიიყვანს.