მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Brexit –ის მიუხედავად Aldi დიდ ბრიტანეთში 100 ახალი ფილიალის გახსნას აპირებს

5d81fd3a2d7d6
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 00:10
1062

დაბალბიუჯეტიანი სუპერმარკეტების ქსელ Aldi-ის დიდ ბრიტანეთში დიდი გეგმები აქვს.


Brexit-ის მიუხედავად კომპანია, მომდევნო ორ წელიწადში, გაერთიანებულ სამეფოში 100 ახალი ფილიალის გახსნას აპირებს, რაც დამატებით 5000 სამუშაო ადგილს შექმნის. ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით Aldi- ის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.



ამჟამად დიდ ბრიტანეთის მასშტაბით, Aldi-ს 840 მაღაზია ფუნქციონირებს, ხოლო 2025 წლისთვის მათი რაოდენობა, სავარაუდოდ 1,200-მდე გაიზრდება. ქსელს სურს, რომ მხოლოდ დედაქალაქ ლონდონში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მაღაზიების რაოდენობა 40-დან 100-მდე გაზარდოს.



გასულ კვირას, ქსელის ბრიტანული განყოფილების უფროსის განცხადების მიუხედავად, "ალდის" Brexit- ის მიერ გამოწვეული სავარაუდო ქაოსის არ ეშინია.  წინა კვირას გირლს ჰარლიმ ცალსახად გააფრთხილა მომხმარებელი, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ყველა პროდუქტის ხელმისაწვდომობა ვერ იქნება გარანტირებული.