მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Brexit– ის შიშები - ბრიტანეთში შამპანურის საშობაო მარაგი შეიტანეს

5d7ba850cdaf7
BM.GE
13.09.19 20:28
823
შამპანურის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიებმა მოსალოდნელი Brexit– ის გამო დიდ ბრიტანეთში, შობისთვის ალკოჰოლური სასმელის დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი მარაგი უკვე მოამზადეს.

როგორც Sky News სასმელების ფრანგული მწარმოებლებზე დაყრდნობით იტყობინება, თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას საშობაოდ შამპანურის გარეშე არ დატოვებენ.

შამპანურის ფრანგული მწარმოებლის Taittinger-ის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ბრიტანელებს შამპანური ძალიან უყვართ და ყიდულობენ.
“ბრიტანელებს შამპანური უყვართ. 300 წელზე მეტია უკვე, Brexit იქნება თუ არ იქნება, ისინი შამპანურს მაინც იყიდიან’’,-დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა სავარაუდოდ ცქრიალა ღვინის მცირე მწარმოებლებზე უარყოფითად იმოქმედებს.