მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს მომხმარებლებმა მაღაზიებს $428 მილიარდის პროდუქცია დაუბრუნეს

6000261c2e417
ნათია თაქთაქიშვილი
14.01.21 20:30
1003
მომხმარებელმა 2020 წელს ჯამურად 428 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია დააბრუნა უკან, დაბრუნებული საქონლის დაახლოებით 10.6 პროცენტი სწორედ აშშ-ზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პანდემიის გამო განსაკუთრებით გაზრდილი იყო ონლაინ გაყიდვები და დაბრუნებული პროდუქციის დიდი წილი სწორედ საცალო კომპანიების ონლაინ გაყიდვებზე მოდიოდა.

"ამერიკული საცალო სავაჭრო კომპანიები, როგორიც არის Amazon-ი და Walmart-ი ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რათა განსაზღვრონ რამდენად უღირთ პროდუქციის უკან დაბრუნება. აღნიშნული გაანგარიშების საფუძველზე კომპანიები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჯობია პროდუქცია მომხმარებელს დაუტოვონ, ხოლო თანხა აანაზღაურონ. ეს განსაკუთრებით იაფფასიან პროდუქციას შეეხება, რადგან კომპანიებს ერთი შენაძენის უკან დაბრუნება ტრანსპორტირების გარეშე 10-20 დოლარი უჯდებათ

საცალო კომპანიები ასევე ხშირად აწყდებიან თაღლითობის შემთხვევებს პროდუქციის დაბრუნებისას, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ზარალს. მხოლოდ 2020 წელს, პროდუქციის დაბრუნების შემთხვევების 5,9% თაღლითობით დასრულდა, ხოლო თანხობრივად 25,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა",- ნათქვამია სტატიაში.