14.იანვარი .2021 00:10

ბრიტანეთი აპირებს, covid-პაციენტებს სასტუმროებში უმკურნალოს

ბრიტანეთი აპირებს, covid-პაციენტებს სასტუმროებში უმკურნალოს
views 281
უკან

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრ მეტ ჰენკოკის განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სავარაუდოდ, სასტუმროებში გადაიყვანს თუ ამის საშუალებას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა. მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია, რის შედეგადაც ჰოსპიტალურ სექტორზე მოთხოვნა მაღალია. ამის შესახებ ინფრომაციას CNN ავრცელებს.

როგორც მეტ ჰენკოკი ამბობს, ამ გზით ხელისუფლება საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო სამედიცინო პერსონალზე გაზრდილი ზეწოლის შემსუბუქებას აპირებს.

„ჩვენ ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ პაციენტების სასტუმროში გადაყვანა კლინიკურად მართებული გადაწყვეტილება იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდპაციენტების მდგომაროება არ მოითხოვს მათ ჰოსპიტალიზებას“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ინიციატივას „სახლში ან სასტუმროში“ დაერქვა და ამ სქემით, სავარაუდოდ, 5000 საწოლის მობილიზება მოხდება.