მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი არაკვალიფიციურ მუშახელზე უარს იტყვის

5e4cd8e0935a8
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.20 14:00
809
როგორც ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, არაკვალიფიცირებული მუშახელი ბრიტანეთის ვიზას იოლად ვეღარ მიიღებს, ამას Brexit-ის შემდგომი საიმიგრაციო გეგმებიც ითვალისწინებს. ინფორმაციას მედია ორგანიზაცია BBC-ი აცხადებს.

მთავრობა დამქირავებლებს მოუწოდებს, რომ აღარ დაეყრდნონ „არაკვალიფიციურ“ მუშახელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ინვესტიციები მიმართონ თანამშრომელბის გადამზადებაზე, ასევე დანერგონ და განავითარონ ავტომატიზირებული ტექნოლოგიები.

Brexit-ის შემდგომი საიმიგრაციო გეგმები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ბრიტენეთსა და ევროპას შორის თავისუფალი მიმოსვლის პერიოდი დასრულდება (31 დეკემბერი).

როგორც ბრიტანეთის საშინაო საკითხთა მდივნი პრიტ პატელი აცხადებს, ახალი სისტემის წყალობით „მხოლოდ ყველაზე კვალიფიციურები და საუკეთესონი შეძლებენ ინგლისში შესვლას“.

ახალი საიმიგრაციო სისტემის მიხედვით, ადამიანს სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევს. ბრიტანეთში სამსახურის მაძიებელი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, ასევე უნდა ჰქონდეთ სამუშაო მოწვევა და სპონსორობა.