მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი არალეგალურად ჩასულებისთვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

6405a977d0f71
მარიამ ვარადაშვილი
06.03.23 12:55
838
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მომდევნო კვირიდან იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომლითაც ქვეყანაში არალეგალურად ჩასული ადამიანებისთვის დარჩენა რთულდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა The Mail on Sunday-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, სუნაკის მთავრობა ზეწოლას განიცდის იმ კანონმდებლების მხრიდან, რომლებიც მიგრანტების დიდი ნაკადის ფონზე გამოსავალს ითხოვენ.

“შეცდომა არ დაუშვათ. თუ არალეგალურად ჩამოხვალთ, აქ დარჩენას ვერ შეძლებთ”,-თქვა სუნაკმა გამოცემასთან.

ამ დროისთვის მოქმედი კანონით ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებლებს აქვთ შესაძლებლობა ქვეყანაში დარჩნენ, სანამ სახელმწიფო მათ განაცხადს არ განიხილავს და სტატუსზეც საბოლოო პასუხი არ იქნება. კითხვაზე ბრიტანეთში არალეგალურად ჩასულებს თუ ექნებათ საშუალება თავშესაფარი მოითხოვონ, მთავრობის წარმომადგენელი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, არა. The Mail on Sunday-ც წერს, რომ ახალი კანონით თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა ქვეყანაში არალეგალურად ჩასულებს არ ექნებათ და მათ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწევთ.