19.ივნისი .2020 22:38

ბრიტანეთი COVID-19-ის მთავრობის მიერ შექმნილ აპლიკაციას Google-ის და Apple-ის ვერსიით ჩაანაცვლებს

views 363
უკან

გაერთიანებული სამეფო COVID-19-ით ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებისთვის მთავრობის მიერ შექმნილ აპლიკაციას აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცის FoxNews-ი ავრცლელბს.

აპლიკაციას, რომელზეც დიდმა ბრიტანეთმა სამი თვე და მილიონობით ფუნტი დახარჯა, ამერიკული კომპანიების Google-ის და Apple-ის ვერსია შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომისთვის იქნება მზად.

გამოცემა FoxNews-ის ინფორმაციით, მთავრობის მიერ შეთავაზებულმა მოდელმა ვერ იმუშავა, რადგან აპლიკაცია შემოწმებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არ იყო.

ცენტრალიზებული აპლიკაცია ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის საინფორმაციო ბაზაში იმ პირების ინფორმაციის შენახვას ითვალისწინებდა, რომლებიც COVID-19-ის სიმპტომებს უჩიოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ შექმნილი აპლიკაცია Apple-ის და Google-ის მიერ დამტკიცებული არ ყოფილა, რის გამოც აპლიკაციამ მობილური ტელეფონების დიდ ნაწილში ვერ იმუშავა.