14.დეკემბერი .2020 22:10

ბრიტანეთი და EU ბრექსიტის მოლაპარაკებებს გაახანგრძლივებენ

ბრიტანეთი და EU ბრექსიტის მოლაპარაკებებს გაახანგრძლივებენ
views 365
უკან

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიაღწიეს.

საერთო შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, მათ შორის “პროდუქტიული” სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც ამ დრომდე გადაუწყვეტელი საკითხების შესახებ იმსჯელეს.

“ჩვენი მომლაპარაკებლები უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაი მუშაობდნენ”, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, იმის მიუხედავად, რომ ბრექსიტის საკითხზე მოლაპარაკებათა უკვე არაერთი დედლაინი გავიდა, აუცილებელია, რომ ამ ეტაპზე მათი ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდეს.

არსებული მდგომარეობით, მხარეებს შორის ძირითად გადაუწყვეტელ საგნად, ჩრდილოეთის ზღვის ბუნებრივი რესურსების ათვისების საგანი და ამ მიმართულებით EU-სა და ბრიტანეთის ეკონომიკური საზღვრების განსაზღვრა რჩება.

სტანდარტების საკითხი კიდევ ერთი გადაუწყვეტელი პრობლემაა. EU-ს შეფასებით, ბრიტანეთთან შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ბრიტანეთი ევროპულ სტანდარტებს შეინარჩუნებს ემისიების, დასაქმების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ.