18.სექტემბერი .2020 21:00

ბრიტანეთი დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს

views 410
უკან

დიდი ბრიტანეთის მთავრობა დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს, რადგან დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ყოველ მერვე დღეს ორმაგდება. ამის შესახებ ინფომაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრ, მეთ ჰენკოკზე დაყრდნობთ წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობას მკაცრი კარანტინის გამოცხადება არ სურს, თუმცა არსებული ეპიდივითარებიდან გამომდინარე, ამ შესაძლებლობას ვერ გამორიცხავს.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხალხი წესებს დაემორჩილოს, თუ ეს ასე იქნება, შეგვეძლება, თავიდან ავიცილოთ დამატებითი, მკაცრი ზომების მიღებაც“, – განაცხადა ჰენკოკმა.

დიდი ბრიტანეთი COVID-19-ის ლეტალური შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 384,087 შემთხვევა, მათ შორის 41,794 ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა