მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს, თბილისის დროით 03:00 საათზე დატოვებს

5e33eecfd68b9
ნათია თაქთაქიშვილი
31.01.20 19:20
1439
ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს, თბილისის დროით 03:00 საათზე დატოვებს. ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი გემგავს, რომ "ახალი ეპოქის“ დაწყებასთან დაკავშირებით, ინგლისის მოსახლეობას სიტყვით მიმართოს.

დღეიდან Brexit-თან დაკავშირებით, 3 მილიონამდე საიუბილეო მონეტა ჩაეშვება მიმოქცევაში.

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 47 წლის წინ შუერთდა. ის არის პირველი ქვეყანა, რომელიც ბლოკს დატოვებს. ბრიტანეთის დროშა ჩამოშორდება ევროკავშირის ინსტიტუციებს როგორც ბრიუსელში, ასევე - სტრასბურგში.

დღეიდან, 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება უნდა მოახერხოს.