მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი კრიპტო-ბირჟა FTX-თან დაკავშირებით საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს

6329b81954150
გიორგი თოლორდავა
20.09.22 18:23
650
გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანო მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტო-ბირჟა FTX-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებასა და გაფრთხილებას ავრცელებს.

მარეგულირებლის განმარტებით, მილიარდერ სემ ბენკმენ-ფრიდის მფლობელობაში არსებულ ბირჟას ქვეყანაში ოპერირებისთვის აუცილებელი ლიცენზია არ გააჩნია და მის საქმიანობა უკანონოა.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ FTX-ის მომხმარებლებს უსაფრთხოების არავითარი გარანტია არ აქვთ, კომპანიის მიერ მათი აქტივების თვითნებურად გაყინვის ან ჩამორთმევის შემთხვევაში კი, კლიენტებს თავის დასაცავად თითქმის არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ ექნებათ.

საგულისხმოა, რომ FTX ბაჰამის კუნძულებზეა რეგისტრირებული, მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა Binance კი - კაიმანის კუნძულებზე. კრიპტო-ბირჟების ასეთ უჩვეულო ადგილებში რეგისტრირება მარტივი მიზეზითაა განპირობებული - აღნიშნულ იურისდიქციებში კანონმდებლობა სრულად მორგებულია კომპანიისა და მისი მფლობელების ინტერესებზე და არც კლიენტების უფლებების დაცვაზე.

ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, დაურეგულირებელი საფინანსო პლატფორმები მაღალ რისკებს შეიცავენ, მოქალაქეებმა კი მათი გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ ან ალტერნატიული, ლიცენზირებული პლატფორმებით ისარგებლონ.

FTX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 35 მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი CEO-სა და დამფუძნებლის, სემ ბენკმენ-ფრიდის ქონება კი 10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.