მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი კულტურული ორგანიზაციების დასახმარებლად 1.5 მლრდ ფუნტს გამოყოფს

5f02d0f60bfd6
ნათია თაქთაქიშვილი
06.07.20 22:41
756
დიდი ბრიტანეთი ქვეყნის მუზეუმებს, თეატრებსა და სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციებს 1.5 მლრდ ფუნტით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ლიდერების მოწოდებების შედეგად მიიღო.

კულტურული ორგანიზაციების დასახმარებლად შექმნილ ფონდში 880 მლნ ფუნტი გრანტის, ხოლო 270 მლნ ფუნტი სესხების სახით გაიცემა.

მთავრობის განცხადებით, სესხების პირობები მომგებიანი იქნება.

გრანტებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებს.

როგორც გამოცმა წერს, აღნიშნული ფინანსური რესურსიდან 33 მლნ ფუნტი განკუთვნილია ირლანდიისთვის, 97 მლნ ფუნტი შოტლანდიისთვის, ხოლო 59 მლნ ფუნტი უელსისთვის.