მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს 100 მლნ დოზა ვაქცინას გაუნაწილებს

60c3586eb5edc
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.21 22:00
723
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების ინიციატივით გამოდის, რომლის ფარგლებშიც მინიმუმ მილიონ დოზა COVID-ვაქცინის მიწოდება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ვაქცინების განაწილების გადაწყვეტილება ბრიტანეთში არსებული ვაქცინაციის მაღალი ტემპის საფუძველზე მიიღო.

„დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, შესაბამისად ჩვენ ამაჟამად უკვე მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როდესაც შესაძლებელია დამატებითი ვაქცინის დოზები სხვებს გავუნაწილოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დიდ წვლილს შევიტანთ პანდემიის დამარცხებაში“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გამოცემა წერს, რომ G7-ის ლიდერები სავარაუდოდ 1 მილიარდი ვაქცინის დოზის გამოყოფაზე შეთანხმდებიან, რომლის მიზანიც მსოფლიოში პანდემიის დასრულებაა.

შეგახსენებთ, აშშ-მაც 500 მლნ დოზა Pfizer-ის ვაქცინა შეიძინა, რომელსაც სხვა ქვეყნებს გაუნაწილებს. ვაქცინის დაახლოებით 200 მილიონი დოზის დარიგება 2021 წელს იგეგმება, ხოლო 300 მილიონი დოზა 2022 წლის პირველ კვარტალში იქნება მიწოდებული.