მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით $1.6 მილიარდის დახმარებას გადასცემს

6277a99977766
BM.GE
08.05.22 15:25
724
ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1,6 მილიარდ დოლარს (1.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს) გამოუყოფს, რომელიც სამხედრო დახმარებებზე გადანაწილდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ეს დაემატება უკვე არსებულ 1,5 მილარდი ფუნტი სტერლინგის დახმარებას, რომლის ფარგლებშიც 400 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჰუმანიტარულ დახმარებასა და მთავრობის დაფინანსებაზეა გათვლილი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, თვის ბოლოს ქვეყნის მთავრობა თავდაცვითი შეიარაღების მწარმოებელ კომპანიებთან გამართავს შეხვედრას, რათა მათთან იარაღის წარმოების გაზრდის შესახებ იმსჯელოს.