მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი უკრაინასთან სავაჭრო ტარიფებს ანულებს

6267b73e28276
მარიამ ვარადაშვილი
26.04.22 13:29
985
დიდი ბრიტანეთი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან შესული ყველა სახის საქონელზე ტარიფებს შეამცირებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი უკრაინის ეკონომიკის დახმარებაა.

ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ ტარიფები ნულამდე უნდა შემცირდეს, ხოლო საქონელზე დაწესებული ყველა კვოტა გაუქმდეს. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით აისახება ქერის, თაფლისა და სხვა პროდუქტების ექსპორტით დაკავებულ ბიზნესზე. როგორც Reuters წერს, ამ ეტაპზე უკრაინის საიმპორტო პროდუქციაზე საშუალო ტარიფი, დაახლოებით, 22%-ს შეადგენს.

ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში რუსეთისთვის დამატებით სანქციებზეც არის საუბარი. მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ რუსული საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელთა იმპორტიც ბრიტანეთში აიკრძალება, მათ შორის საზღვაო და ენერგეტიკული საქონელია.