მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში სურსათის ექსპორტი 47%-ით შემცირდა

60cc84e7a320c
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.21 21:18
651
დიდი ბრიტანეთის სურსათის ფედერაციის განცხადებით, ბრიტანეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში სურსათის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა სურსათის ფედერაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთიდან სურსათის ექსპორტის თითქმის განახევრება კორონავირუსის გარდა, იმ რეგულაციებმაც გამოიწვია, რომელიც მას ევროკავშირის დატოვების შემდეგ დაუწესდა.

როგორც სურსათის ფედერაციის საერთაშორისო ვაჭრობის ხელმძღვანელი დომინიკ გოუდი აღნიშნავს, ექსპორტის ასეთი შემცირება დიდი ბრიტანეთის ინდუსტრიისთვის შესაძლოა „კატასტროფული“ აღმოჩნდეს, რადგან ექსპორტის 45%-იანი ვარდნიდან კორონავირუსის წილი მხოლოდ 10-15%-ით განისაზღვრება.

„ახალი სავაჭრო ბარიერები, რომელიც დიდ ბრიტანეთს „ბრექსითის“ შემდეგ დაუწესდა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ინდუსტრიაზე, ხოლო შორეულ პერსპექტივაში შეიძლება ეს კატასტროფულიც კი აღმოჩნდეს მწარმოებელი სექტორისათვის“, - განაცხადა დომინიკ გოუდიმ.