მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ავიაცია მთავრობას 14-დღიანი კარანტინის ალტერნატიული გზის პოვნას სთხოვს

5eb92eac7af58
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.20 20:02
762
ბრიტანეთის ავიაცია ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ ვიზიტორებისთვის კარანტინის ალტერნატიული გზა იპოვოს, რადგან ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იქნება ავია ინდუსტრიისთვის კორონავირუსის პანდემიის პარალელურად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ავიაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ  ქვეყანაში შემსვლელებისთვის 14-დღიანი კარანტინი დაწესდება.

ავიაკომპანიების განცხადებით, 14-დღიანი კარანტინი გაართულებს ისედაც გართულებულ მოგზაურობას და ინდუსტრიის „გაჯანსაღების“ იმედსაც აღარ ტოვებს.

გამოცემის მიხედვით, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ჰიტროუს აეროპორტი აცხადებს, რომ მგზავრთა ნაკადი 97%-ით შემცირდა აპრილში და მთვრობას მოუწოდებს, გაამარტივოს ქვეყნაში შესვლა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნაკლები რისკის შემცველი ქვეყნებიდან არიან.

ასევე, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია EasyJet-ი აცხადებს, რომ კარანტინთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა შეიცვალოს რაიმე უფრო მიზნობრივი რეჟიმით, რაც ნაკლებ რისკიან ვიზიტორებს მოგზაურობას გაუმარტივებს.