მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ეკონომიკის ვარდნა ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა

5efb1804bf67a
ნათია თაქთაქიშვილი
30.06.20 16:49
1310
ბრიტანეთის ეკონომიკის ვარდნა 1979 წლის შემდეგ, ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა, რაც გამოწვეულია საოჯახო მეურნეობების მიერ შემცირებული დანახარჯებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის GDP 2.2%-ით არის შემცირებული პირველ კვარტალში, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები მაქსიმუმ 2.0%-იან შემცირებას ვარაუდობდნენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს, ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა წარადგინა, რაც 6.13 მილიარდი აშშ დოლარის (5 მილიარდი ფუნტი სტრელინგი) ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გულისხმობს.

როგორც ინგლისის ბანკი აცხადებს, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული აპრილი-ივლისის პერიოდისთვის, რადგან ეს სწორედ ის მონაკვეთია, როცა ქვეყანაში ლოქდაუნი იყო გამოცხადებული.

"როგორც იცით, დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ბიზნესი 23 მარტის შემდეგ დახურული იყო. ეს ნიშნავს, რომ საოჯახო მეურნეობების სურვილის მიუხედავად, დაეხარჯათ თანხები, ეს შეუძლებელი იყო", - განცხადა Capital Economics-ის ეკონომისტმა თომას პიუმ და დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა საწყის ეტაპს 2022 წლიდან დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ შინამურნეობების დანაზოგების კოეფიციენტი 8.6%-ით გაიზარდა პირველ კვარტალში, ნაცვლად 6.6%-ისა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.