მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ელჩი: შოკირებული ვარ დღეს განვითარებული მოვლენებით

60349ea2913c0
BM.GE
23.02.21 10:23
1498
დიდი ბირტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ენმ-ის სათავო ოფისში სამართალდამცველების შეჭრას და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა:

"შოკირებული ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობისა და ქაოსის სცენები ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებულად იმოქმედონ ახლა და მომდევნო დღეებში", - წერს კლეიტონი.

ინფორმაციისთვის: ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.