მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

5e7e0bd00fc0d
ნათია თაქთაქიშვილი
27.03.20 18:24
805
დიდი ბრიტანეთის ჰჯანდაცვის მდივანს მეთ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ Independet-ი წერს.

გავრცელებული ცნობით, ჰენკოკს ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორის ჯონსონს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთავრობის ხელმძღვანელობას განაგრძობს. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლოდროინდელი დიაგნოზები ზრდის საფრთხეს იმის შესახებ, თუ რამდენად შორს არის წასული ინფექცია სამთავრობო ადმინისტრაციაში.

27 მარტის მონაცმებით, დიდ ბრიტანეთში კორნავირუსით ინფიცირების 11,658 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 578 ადამინი, ხოლო გამოჯანმრთელდა 135 ინფიცირებული.