მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი: COVID-19-ზე ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

5faa9b3456633
ნათია თაქთაქიშვილი
10.11.20 22:21
1044
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის განცხადებით, COVID-19-ზე ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, პრემიერ ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის დაახლოებით 10 მილიონი დოზა ბრიტანეთისთვის ხელმისაწვდომი 2020 წლის ბოლოს გახდება, მას შემდეგ რაც მარგულირებელი ორგანო ვაქცინას დაამტკიცებს.

დიდმა ბრიტანეთმა 40 მილიონი დოზა ვაქცინა Pfizer-ს უკვე შეუკვეთა.

„ჩემი ვარაუდით ვაქცინა სავალდებულო არ იქნება, რადგან ისედაც მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობა მოინდომებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას“, - განაცხადა ჰენკოკმა.

ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ „მათ ეს არ ეხებათ, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ“. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭებათ მოწყვლად ჯგუფებს, როგორიც არის ხანდაზმულები, თანდაყოლილი დაავადებების მატარებლები, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები.