მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო 1 მლნ მწეველს ჩანაცვლებისთვის ელ. სიგარეტს დაურიგებს - BBC

643537087d09b
BM.GE
11.04.23 14:23
845
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, ნილ ო’ბრაიანის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობა ერთ მილიონ სიგარეტის მწეველს, ჩანაცვლებისთვის უფასო ელექტროსიგარეტებს დაურიგებს. ამ ნაბიჯით, ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ზიანის შემცირებას გეგმავს. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტები თავისმხრივ ურისკო არ არიან, მათი მოხმარებით შესაძლებელია შემცირდეს მწეველთა დაქვემდებარება იმ მავნე ნივთიერებების მიმართ, რომელთაც ჩვეულებრივი სიგარეტის კვამლი შეიცავს.

ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტრო ორსულ მწეველებს დაურიგებს ერთჯერად ვაუჩერებს 400 გირვანქა სტერლინგის ოდენობით. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მწეველი ქალების 9% ორსულობის დროსაც განაგრძობს სიგარეტის მოხმარებას.

BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო კომუნიკაცია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებთან, რათა მათაც განათავსონ რეკომენდაციები სიგარეტის შეფუთვაზე განთავსდეს რჩევა, რომ მომხმარებლებმა ალტერნატიული პროდუქტები აირჩიონ.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ნაბიჯები თანხვედრაშია ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიასთან 2030 წლისთვის მწეველთა წილი მოსახლეობის 5%-მდე შეამცირონ.

ამასთან, სტრატეგია მოიცავს არასრულწლოვნებში ვეიფინგის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის წარმოებას.

BBC-ის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული პროექტის ღირებულება 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.