მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას ყალბი ვაქცინების შესახებ აფრთხილებს

6010470767735
თათია კაკიაშვილი
26.01.21 22:40
383

დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს თაღლითების მიერ გაგზავნილი კორონავირუსის ვაქცინაციის ყალბი მოსაწვევების შესახებ. როგორც BBC წერს, ბრიტანელებს ელ-ფოსტაზე მისდით თაღლითური შეტყობინებები, სადაც წერია, რომ ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციაა საჭირო და მომხმარებლებს გაურკვეველი ბმული ეგზავნებათ, თუმცა როგორც ეროვნული ჯანდაცვის ცენტრი განმარტავს, ნამდვილი ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია არ არის საჭირო.

ამასთან, ყალბი ვებ-გვერდი მომხმარებლებისგან ითხოვს საბანკო რეკვიზიტებს ან საიდენტიფიკაციო მონაცემებს გადასახდის შესატანად. დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის ცენტრი კი საზოგადოებას ხაზგასმით მოუწოდებს, რომ ბრიტანეთში ვაქცინაცია უფასოა და საბანკო რეკვიზიტების და პირადი მონაცემების გაცემისგან თავი უნდა შეიკავონ.

ჯერ უცნობია, ვინ დგას ამ თაღლითური სქემის მიღმა, გამოძიება დაწყებულია და ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყალბ ბმულზე ათასობით ადამიანია გადასული, თუმცა დადგენილი არაა, რამდენს აქვს ბმულზე მოთხოვნილი პირობები შესრულებული.