მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს

5fd0c6d60ed6b
ნათია თაქთაქიშვილი
09.12.20 17:43
12940
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი მოსახლეობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გაკეთებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.  შესაბამისი განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნული ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორ ადამიანს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს, რომელთაც აცრა გაუკეთეს, ალერგიული რეაქცია ჰქონდათ; შესაბამისად, მოქალაქეებმა, ვისაც მკვეთრად გამოხატული ალერგია აქვს წამლებსა და საკვებზე, არ უნდა გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

"ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ: დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.