10.აგვისტო .2020 23:00

ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 30% აპირებს კორონავირუსზე აცრას - გამოკითხვა

views 542
უკან

ახალმა კვლევებმა, რომელიც Kings College London-მა კომპანია Ipsos Mori-სთან თანამშრომლობით ჩაატარა, აჩვენა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 30% არის მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

გამოცემის მიხდვით, რესპოდენტების 23% აცხადებს, რომ სავარაუდოდ გაიკეთებს ვაქცინას, ხოლო 20% აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ვაქცინა გაიკეთოს. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 16% კი აცხადებს, რომ ისინი ვაქცინის გაკეთებას საერთოდ არ გეგმავენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რესპოდენტების 36%, რომლებიც უარს აცხადებენ ან თავს იკავებენ ვაქცინის გაკეთებისგან, გადაწყვეტილებას მედიკამენტთან დაკავშირებული უნდობლობით ხსნიან.

აღნიშნულმა შედეგებმა, მეცნიერთა გაოცება გამოიწვია და ისინი დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებენ სწორი კომუნიკაცია აწარმოონ მოსახლეობასთან ვაქცინის მიღებასთან მიმართებაში, რადგან კონსპირაციული თეორიები და საზოგადოების უნდობლობა ძალიან დააზარალებს მოსახლეობას.