მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის მთავრობაში დიდი ცვლილებებია - ფინანსთა მინისტრმა პოსტი მოულოდნელად დატოვა

5e45813901412
თამთა ჯიჯავაძე
13.02.20 20:56
925
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი მოულოდნელად გადადგა. BBC-ის ცნობით, ჯავიდმა უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მითითების შესრულებაზე - გადაეყენებინა მრჩეველთა ჯგუფი. ჯავიდმა განაცხადა, რომ „მინისტრი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს“, მსგავს პირობას ვერ დათანხმდება.

საჯიდ ჯავიდი ფინანსთა მინისტრი გასული წლის ივლისში გახდა, მას შემდეგ რაც ჯონსონმა პრემიერის პოსტი დაიკავა. როგორც ცნობილია, ჯავიდს სახაზინო მდივანი რიში სუნაკი შეცვლის.

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მაგალითად, კულტურის მინისტრის თანამდებობა მთავარმა ხაზინდარმა ოლივერ დოუდენმა დაიკავა. გაათავისუფლეს ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი ჯულიან სმითი და მის ადგილას ბრენდონ ლიუისი დაინიშნა. ასევე გაათავისუფლეს გარემოს დაცვის მინისტრი ტერეზა ვილიერსი. თანამდებობები შეინარჩუნეს შს მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა.