გუშინ, 19 ოქტომბერს, ბრიტანეთის პარლამენტმა საგანგებო შაბათის სხდომაზე კიდევ ერთხელ ჩააგდო Brexit-ის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება. პრემიერ ჯონსონის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას მხარი მხოლოდ 306 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 322-მა მისცა. ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს 37 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა, ბოლოს შაბათის სხდომა 1982 წელს გაიმართა, მაშინ პარლამენტი ფოლკლენდის კუნძულების საკითხს განიხილავდა. პარლამენტში კენჭისყრამ ლონდონის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციის პარალელურად ჩაიარა. ბრექსიტის მოწინააღმდეგე მილიონამდე დემონსტრანტი გასვლის შეთანხმებაში ხალხის აზრის გათვალისწინებას და განმეორებით რეფერენდუმს ითხოვდა.
2018 წლის ივნისში პარლამენტის მიღებული კანონმდებლობის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობასა და ევროკავშირს შორის მიღწეული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად საჭიროა ბრიტანეთის პარლამენტის მხარდაჭერა. ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მოამზადა ევროკავშირელ კოლეგებთან ერთად. თუმცა პარლამენტში სამი კენჭისყრის შემდეგ მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვა, რასაც ბრექსიტის ვადის ორჯერ გადაწევა და მეის გადადგომა მოჰყვა.
ახალმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განაცხადა რომ ის არ აპირებდა მიემართა ევროკავშირისთვის ვადის გადასაწევად და ამომრჩეველს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გაყვანას 31 ოქტომბრამდე დაპირდა. ტერეზა მეის მიერ მიღწეულ შეთანხმებაში დამატებითი ცვლილებები 17 ოქტომბერს შევიდა, რომელსაც პარლამენტმა გუშინ უყარა კენჭი და ისევ ჩააგდო. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ აიძულა ჯონსონი დაერღვია მისი მთავარი პირობა და გუშინვე მიემართა ევროკავშირისთვის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევისთვის. ევროკავშირი და ბრიტანეთის პარლამენტი ამ თემაზე მსჯელობას შემდეგი კვირიდან გააგრძელებს.
ბრექსიტს, ანუ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩეველმა 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის ჩატარება მაშინდელი პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე კამერონი თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. მეიმ ლისაბონის შეთანხმების 50-ე პუნქტის (რომელიც არეგულირებს წევრი სახელმწიფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს) გამოყენების შესახებ ევროკავშირს 2017 წლის 27 მარტს მიმართა. ოფიციალურად ბრიტანეთს ევროკავშირი ამ თარიღიდან 2 წლის ვადაში უნდა დაეტოვებინა. თუმცა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში გასვლის ხელშეკრულების რატიფიცირება სამი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა, რასაც მისი გადადგომა და ამ ვადის ორჯერ გადაწევა მოყვა. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?