მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

5e7de3640863b
BM.GE
27.03.20 15:28
1745
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა, რის შესახებაც მან განცხადება საკუთარ Twitter-ზე გააკეთა. 

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მე კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები განმივითარდა, ესენია მაღალი ტემპერატურა და გამუდმებული ხველა. მთავარი სამედიცინო ოფიცრის რეკომენდაციის შესაბამისად, მე ჩავიტარე ტესტი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ამჟამად მე სახლიდან ვმუშაობ და ვარ თვითიზოლაციაში. თუმცა, რა თქმა უნდა მე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გამუდმებით მაქვს კონტაქტი მთავრობის წევრებთან და ვაგრძელებ პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობების შესრულებას,"- აღნიშნავს ბორის ჯონსონი ვიდეომიმართვაში.

27 მარტის მდგომარეობით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 11,660 და გარდაცვალების 578 შემთხვევა არის აღრიცხული.