მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პრემიერი იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი ვაქცინას შობამდე დაამტკიცებს

5fc5f0f251944
ნათია თაქთაქიშვილი
01.12.20 13:19
909
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ COVID-19-ის ვაქცინის კანდიდატებს მარეგულირებელი ორგანოები შობამდე დაამტკიცებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბორის ჯონსონმა ვაქცინის დამკტკიცებასთან დაკავშირებული იმედი უელსის სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის დროს გამოთქვა.

ამჟამად მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოსგან დამტკიცებას Pfizer-BioNTech-ისა და Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინები ითხოვენ.

ბრიტანეთის პრემიერმა შობის დღესასწაულის წინ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოცემულ პირობებში ამ კუთხით მოდუნება არ ღირს და ქვეყანას „არ შეუძლია, ფეხი მოაცილოს მხეცის ყელს“.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პანდემიის შესაჩერებლად გლობალური მასშტაბით 150-ზე მეტი პოტენციური ვაქცინის შემუშავება და ტესტირება ხდება.