მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ოფისებში და პაბებში მისვლისგან

5e708fb77533e
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 23:40
845
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინგლისის მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ოფისებში და პაბებში მისვლისგან, მას შემდეგ რაც ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 55 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჯონსონმა განაცხადა, რომ "მკვეთრი ქმედებებია" საჭირო, რადგან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები "აღმავალი მრუდით იზრდება“. ის ასევე აფრთხილებს ლონდონის მოსახლეობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომედაციები, რადგან დედაქალაქში ვირუსის გავრცელება უფრო სწრაფი ტემპით ხდება, ვიდრე სხვაგან.

ბორის ჯონსონი მოსახელობას მოუწოდებს დისტანციურად მუშაობისკენ და ურჩევს თავი აარიდონ არააუცილებელ მოგზაურობას.

პრემიერმა ასევე განაცხადა იმ ზომებზე, რომლებიც აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ორსულებმა, ხანდაზმულებმა, რომელთა ასაკიც 70 წელს აღემატება და ადამიანებმა, ვისაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული რეკომენდაციები. ადამიანები, რომელბიც რისკ ჯგუფებში შედიან 12 კვირის განმავლობაში სახლში უნდა დარჩნენ.

17 თებერვლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 1,543 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 55 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 52 ინფიცირებული.