02.დეკემბერი .2020 16:30

ბრიტანეთის პრემიერი: ქვეყნის ვაქცინის ფონდი 350 მილიონ დოზაზე მეტს მოიცავს

ბრიტანეთის პრემიერი: ქვეყნის ვაქცინის ფონდი 350 მილიონ დოზაზე მეტს მოიცავს
views 395
უკან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Facebook-ის გვერდზე ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობამ  Oxford-AstraZeneca-ს 100 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა.

ბორის ჯონსონის განცხადებით, მათ ასევე შეუკვეთეს ვაქცინები Moderna-ს და Pfizer-BioNTech-ს და ჯამურად დიდი ბრიტანეთის ვაქცინის ფონდი 350 მილიონ დოზაზე მეტს მოიცავს.

„ჩვენ შევუკვეთეთ 7 მილიონი კოვიდ-ვაქცინის დოზა Moderna-ს, რომლის ეფექტიანობაც ამჟამინდელი კვლევების მიხედვით, 95%-ს შეადგენს, ასევე, ჩვენ შევუკვეთეთ 40 მილიონი ვაქცინის დოზა Pfizer-BioNTech-ს. სავარაუდოდ, მედიკამენტი მარეგულირებლის თანხმობის მოპოვებას შობამდე შეძლებს და მოსახლეობისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი“, - წერს ბორის ჯონსონი Facebook-ის გვერდზე.

იმავე პოსტში, ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, დაიცვან რეკომედაციები და ჭიროების შემთხვევაში, მასიურად ჩაიტარონ ტესტირება.