მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პრემიერს 12 დეკემბრისთვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სურს

5db291b20f534
მიხეილ ხაჩიძე
25.10.19 10:40
945

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის უზრუნველსაყოფად, პარლამენტს 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სთხოვს, - ამის შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა ტელეკომპანია BBC-სთან  გააკეთა.


”Brexit– ის მისაღწევად, უფრო მეტად გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ პარლამენტთან მიმართებაში. თუ მათ ნამდვილად სურთ მეტი დრო, რათა ეს შესანიშნავი გარიგება (ახალი შეთანხმება ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit– ის საკითხზე.) შეისწავლონ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ისინი უნდა შეთანხმდნენ 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. სწორედ ასე უნდა წავიწიოთ წინ”, - განაცხადა ჯონსონმა.


მისივე თქმით, თუ პარლამენტი 12 დეკემბერს არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, საკანონმდებლო ორგანოს 6 ნოემბერს დაითხოვენ.


ცნობისათვის, 12 დეკემბერს ახალი არჩევნების დასანიშნად მთავრობას პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ესაჭიროება. ჯონსონის "კონსერვატორულ პარტიას" კი, ასეთი უმრავლესობა არ აქვს. სხვა პარტიები სავარაუდოდ, პრემიერის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.