მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის საელჩო: მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა

5f9fa4dbe4c61
ინგა მურუსიძე
02.11.20 10:22
1023
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ეთანხმება osce-odihr-ის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ & თავისუფალ გარემოში.

„საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეთანხმება osce-odihr-ის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

მოვუწოდებთ მხარეებს მე-2 ტურის სამართლიანად და კანონის დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ მისწრაფებებთან“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში 9 პარტია შევა.