11.თებერვალი .2020 21:48

ბრიტანეთის საელჩო უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

views 507
უკან

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. ამის შესახებ საელჩო „ტვიტერზე“ წერს:

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით.

ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება.

როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია.“, - წერს საელჩო „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.