მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა 50 მლნ დოლარის ღირებულების რუსული სუპერიახტა დააკავა

62434a2588901
ალა ისპირიანი
30.03.22 00:00
907
დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საკუთრებაში არსებული, 50 მლნ დოლარის ღირებულების სუპერიახტა დააკავა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე იახტა ლონდონს დატოვებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიტანეთის მხრიდან ეს ნაბიჯი მისი სანქციების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად მოსკოვის დასჯას ისახავს.

58.5 მეტრის სიგრძის იახტა Phi, ლონდონის ფინანსურ უბანში დააკავეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში გემს აკავებს.

როგორც ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, იახტა რუსი ბიზნესმენის საკუთრებაშია, თუმცა არ დაუსახელებიათ კონკრეტულად ვის ეკუთვნის.