მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა დღეიდან ყველა COVID-შეზღუდვა გააუქმა

60f56eff1e51f
ნათია თაქთაქიშვილი
19.07.21 23:40
835
დიდ ბრიტანეთში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა გაუქმდა. შედეგად მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია დაესწრონ წვეულებებს და ეწვიონ ღამის კლუბებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში ასევე კანონით არ ისჯება ნიღბის გამოუყენებლობის შემთხვევები, თუმცა არის რეკომენდაცია ზოგიერთ ადგილებზე მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზოგიერთი ჯანდაცვის ექსპერტი უკვე აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში ინფიცირების რაოდენობა მალე მოიმატებს და ზაფხულის ბოლოს ახალი შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ შესაძლოა 20,000 შეადგინოს, ახლა კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50,000-ია.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის 68% უკვე აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, ექსპერტები არ მოელიან მაღალ სიკვდილიანობას გასული პიკური პერიოდების მსგავსად.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროგრამაში.