მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში პუტინის ყოფილი ცოლიც შეიყვანა

627e905a018f9
ალა ისპირიანი
13.05.22 21:22
1277
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილ მეუღლეს და მის სავარაუდო ამჟამინდელ შეყვარებულს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლუდმილა ოჩერეტნაიას, რომელიც პუტინზე 2014 წლამდე იყო დაქორწინებული და ყოფილ ოლიმპიურ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და ქონების გაყინვა ემუქრებათ.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) ინფორმაციით, განქორწინების შემდეგ, ლუდმილა ოჩერეტნაიამ შეღავათიანი საქმიანი ურთიერთობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სუბიექტებით არაერთხელ ისარგებლა.

ცნობისთვის, ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ე.წ. შავ სიაში 1000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს შეყვანილი.