მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა სახელმწიფო სტრუქტურებში ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენება აკრძალა

63806c999763d
გიორგი თოლორდავა
25.11.22 11:21
538
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სახელმწიფო სტრუქტურებსა და შენობებში ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერების გამოყენება სრულად აკრძალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ჩინური წარმოების სათვალთვალო ვიდეო კამერები შეიცავს იმის რისკს, რომ სტრატეგიული ობიექტებიდან კამერების მიერ დამუშავებული ინფორმაცია ჩინურ მხარესაც უნებართვოდ ეგზავნებოდეს, რაც, თავის მხრივ, სენსიტიური და საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის რისკებს აჩენს.

ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, აიკრძალება როგორც უშუალოდ ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული კამერები, ასევე ისეთი სათვალთვალო მოწყობილობები, რომლებიც ჩინური წარმოების გარკვეულ დეტალებს შეიცავენ.

ცნობისთვის, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამაც. გარდა ამისა, NATO წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეეცადონ სენსიტიური სამთავრობო სტრუქტურებიდან და თავდაცვითი სისტემებიდან ჩინური სათვალთვალო და საკომუნიკაციო მოწყობილობების ამოღებას.