მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში 2030 წლისთვის შესაძლოა,160 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს ჰაერის დაბინძურების გამო

5e1c2fc45df05
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 23:25
866
ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად დიდ ბრიტანეთში 2030 წლისთვის შესაძლოა, 160 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს. Independent-ი წერს. გამოცემა ამ რიცხვებს The British Heart Foundation (BHF)-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, თუ დღეს დაახლოებით წელიწადში 11,000-მდე სიკვდილიანობა ფიქსირდება, რომელიც დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებებთან, აღნიშნული რიცხვი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

ამასთან, სიკვდილიანობის რიცხვი წლიურად 40,000-მდე იმატებს, ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ბავშვები მიიჩნევა, ამიტომ გარემოს და ჰაერის დაბინძურებათან ბრძოლა „ყველასთვის მთავარი საქმე უნდა იყოს“.