მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ავტომობილების წარმოება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

60129a8382518
თათია კაკიაშვილი
28.01.21 22:20
1793

გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ახალი მანქანების რაოდენობა მესამედით შემცირდა და რაოდენობრივად 921,000-ზე ნაკლები იყო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1984 წლის შემდეგ, ინდუსტრიის უახლესი მონაცემების თანახმად. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საავტომობილო მწარმოებლების და მოვაჭრეთა საზოგადოების ხელმძღვანელის, მაიკ ჰოუზის განცხადებით, წლევანდელმა წარმოებამ სულ 920 928 მანქანა შეადგინა, რაც 29.3%-ით შემცირებულია 2019 წელთან შედარებით. მომხმარებლის მოთხოვნის დაცემა კი, ჰოუზის თქმით, სწორედ პანდემიას უკავშირდება, თუმცა, მისივე თქმით, ვაქცინაციის ამოქმედების ფონზე, ევროკავშირის სავაჭრო გარიგება ოპტიმისტურია და საავტომობილო მწარმოებლების და მოვაჭრეთა საზოგადოებას იმედი აქვს, რომ 2021 წელი ამ მხრივ, უფრო წარმატებული იქნება.

BBC წერს, რომ გასულ წელს დიდი ბრიტანეთისა და საექსპორტო ბაზრების წარმოება 30,4%-დან და 29,1%-მდე შემცირდა. მაიკ ჰოუზის ცნობით, ბრიტანეთში ათიდან რვა მანქანა ექსპორტისთვის იწარმოება, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ტარიფის ვაჭრობის მნიშვნელობას აძლიერებს.

ამასთან, დეკემბერში ავტოწარმოება 2.3%-ით შემცირდა და რაოდენობრივად სულ 71,403 მანქანა შეადგინა. ანალიტიკოსების თქმით, მწარმოებლების ამგვარ მაჩვენებლებზე გავლენა პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა და საექსპორტო შეფერხებებმა იქონია: აშშ-ში, იაპონიასა და ავსტრალიაში გადაზიდვები გასულ წელს, შესაბამისად, 33,7%-ით, 21,6% და 21,8%–ით შემცირდა. დიდი ბრიტანეთი ახლა ფსონს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე დებს.