მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში COVID 19-ის სწრაფი ტესტები დასაქმებულებს სახლში გამოსაყენებლად დაურიგდებათ

6061c3d1c73d5
თათია კაკიაშვილი
29.03.21 22:45
1215

ბრიტანეთში დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმებულ პერსონალს კორონავირუსის სწრაფი ტესტები სახლში გამოსაყენებლად უფასოდ შესთავაზონ, რასაც მთავრობა უზრუნველყოფს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სახლში გამოსაყენებელი სწრაფი ტესტების ნაკრები 10-ზე მეტი თანამშრომლის მქონე კომპანიებს 6 აპრილიდან დაურიგდება.

მთავრობის ამ შეთავაზების მისაღებად, ბიზნესები სპეციალურ ვებ-გვერდზე 12 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო კოვიდ-ტესტები, რომლებიც შედეგს 30 წუთზე ნაკლებ დროში აჩვენებს, უფასოდ 30 ივნისამდე დაურიგდებათ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სწრაფი ტესტების მისაღებ პროგრამაში 60.000 კომპანიაა დარეგისტრირებული.

ინგლისის მთავრობის შეფასებით, ამ ნაბიჯით COVID 19-ის უსიმპტომო შემთხვევების გავრცელება მაქსიმალურად შემცირდება და სამუშაო ადგილებზე ინფექციის აფეთქების საფრთხე აღარ იქნება.