23.სექტემბერი .2022 00:00

ბრიტანეთში კომპანიების ნაწილი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

ბრიტანეთში კომპანიების ნაწილი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
views 393
უკან

დიდ ბრიტანეთში 4-დღიანი სამუშაო კვირის საცდელი პერიოდი ამოიწურა, შედეგად, კომპანიების ნაწილი ამ მოდელზე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დასაქმებულები ამიერიდან კვირაში მხოლოდ 4 დღის განმავლობაში იმუშავებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოკლე სამუშაო კვირის კამპანიას "4 Day Week" ჯგუფი კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების ანალიტიკოსებთან ერთად აწარმოებს. საექსპერიმენტო პერიოდში 73 კომპანია მონაწილეობდა, რომლის დაახლოებით 86% მოკლე სამუშაო კვირის მოდელის ამოქმედებას დასთანხმდა. მათი თქმით, ეს მოდელი ბიზნესებისთვის კარგად მუშაობს, ხოლო საექსპერიმენტო პერიოდში მონაწილეთა 95%-მა თქვა, რომ თანამშრომელთა პროდუქტიულობა იგივე დარჩა ან გაუმჯობესდა.

თუმცა, ბრიტანეთში კომპანიათა მცირე ნაწილში კვლავ ჩვეულებრივ 5-დღიანი სამუშაო კვირა ძალაში რჩება. კვირაში მხოლოდ 4 დღით მუშაობაზე უარის თქმის მიზეზად ასეთი კომპანიების მხრიდან შეუსაბამო საქმიანობა რეჟიმზე გადასვლის მთავარ სირთულედ დასახელდა.

“კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი კომპანიისთვის სამუშაო კვირის შემცირება გარდამავალი და დაბრკოლებებით სავსე აღმოჩნდა. ჯერჯერობით ამ მოდელზე გადასვლაზე განსაკუთრებით უარს ამბობენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც შედარებით ფიქსირებული ან მოუქნელი პრაქტიკა აქვთ. ეს კი გასული საუკუნით თარიღდება. ოთხდღიანი კვირა ხელფასის შემცირების გარეშე, შრომის ნაყოფიერების ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა ფინანსურ კეთილდღეობაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება,“ - განაცხადა 4 Week Global-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯო ო'კონორმა.

რაც შეეხება ბრიტანელ დასაქმებულებს, მათი მთავარი სარგებელი მგზავრობისა და ბავშვის მოვლის შემცირებული ხარჯებია. უფრო ზუსტად - ორშვილიანი მშობელი წელიწადში საშუალოდ 3232,40 ფუნტს დაზოგავს, რაც თვეში დაახლოებით 269,36 ფუნტს უდრის.

მოკლე სამუშაო კვირის გაერთიანებული სამეფოს საპილოტე მოდელი ასევე აშშ-ში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც ინერგება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა