08.სექტემბერი .2020 23:13

ბრიტანეთში კორონავირუსის მეორე ტალღის რისკებია – ჯანდაცვის მდივანი

views 223
უკან

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეტ ჰენკოკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის რისკები იზრდება თუ ახალგაზრდები არ დაიცავენ სოციალური დისტანცირების ნორმებს. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის შემთხევების მესამედი 20-29 წლიან ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტ ჰენკოკის თქმით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, რათა არ გავრცელდეს ვირუსი და ხალხი საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ან ფატალური შედეგი არ დადგეს.

„გვაშფოთებს შემთხვევების მატება. ინფიცირების შემთხვევების მატებას ვხედავთ სხვა ქვეყნებშიც ევროპის კონტინენტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მსგავსი შედეგები აქ თავიდან ავიცილოთ. მსოფლიოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვხედავთ ახალგაზრდებში ვირუსის გავრცელების მომატებულ შემთხვევებს, რასაც შედეგად მოსდევს მთელ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებლის მატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვირუსს არ მივცეთ ხანდაზმული ადამიანების დასნეულების შესაძლებლობა და წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების განმეორება არ დავუშვათ“ , – განაცხადა მეტ ჰენკოკმა.

ამასთან, ჯანდაცვის მდივნის თქმით, მთავრობა დაავადების გავრცელების პრევენციისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა საჭირო ზომას მიმართავს, მათ შორის ჩაკეტავს დასახლებებსაც.

„ყველა აუცილებელ ზომას მივმართავთ, თუმცა უპირველეს ყოვლისა ხალხს მოვუწოდებთ, რომ სოციალური დისტანცია დაიცვან. ჩვენ ტესტირებას ვატარებთ, კონტაქტებსაც ვიკვლევთ და საჭირო თუ გახდა, ადგილობრივად ჩავკეტავთ დასახლებებს. თუმცა, თავდაცვის უპირველესი საშუალებაა ყველასთვის, – ვინც არ უნდა იყო და რამდენი წლისაც არ უნდა იყო – არის სოციალური დისტანციის დაცვა, რათა არ გავავრცელოთ ეს ვირუსი და ხალხი საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ან უარესი შედეგით არ დამთავრდეს ეს ამბავი“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეტ ჰენკოკი.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა