მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

5e340221867f3
ნათია თაქთაქიშვილი
31.01.20 14:37
1153
როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს, დიდმა ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. გამოცემის ცნობით, ორივე ინფიცირებული ერთი ოჯახიდანაა.

კორონავირუსის დაფიქსირებას ადასტურებს ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერი კრის უიტიც.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორ პაციენტს ინგლისში, ერთი ოჯახის წევრებს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. პაციენტები სპეციალისტების დახმარებას იღებენ და ჩვენ ვიყენებთ ინფექციის კონტროლის ნაცად პროცედურებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“, - განაცხადა კრის უიტმა.

ჩინეთის გარდა, ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა; ინფიცირებულთა რაოდენობამ 9690-ს გადააჭარბა, სრულად კი, მხოლოდ 171 ადამიანი განიკურნა.