მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა იწყება

5e9f34d8c81f2
თამთა ჯიჯავაძე
21.04.20 23:40
2486
ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა იწყება. როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, აღნიშნული პროცესი ხუთშაბათს დაიწყება. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ვაქცინის შესაქმნელად, ბიუჯეტიდან ოქსფორდის მეცნიერთა ჯგუფს 20 მილიონი ფუნტი გადაეცა კლინიკური შემოწმებების დასაწყებად, კიდევ 22,5 მილიონი ფუნტი კი Imperial College London-ის მკვლევარებისთვის იქნება მობილიზებული.

„გუნდმა დააჩქარა ვაქცინის გამოცდის პროცესი, ვმუშაობთ მედიცინისა და ჯანდაცვის მარეგულირებელ სააგენტოსთან ერთად. ჩვეულებრივ პერიოდში ხოლმე ამ დონემდე მიღწევას წლები სჭირდება და მე ვამაყობ იმ სამუშაოებით, რაც ამ დრომდე ჩავატარეთ“, – განაცხადა მეტ ჰენკოკმა.

როგორც ოქსფორდის ვაქცინოლოგიის პროფესორი სარა გილბერტი ამბობს, მისი გუნდის მიერ შექმნილი ვაქცინა შესაძლოა სექტემბრისთვის მზად იყოს, მუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შექმნას როგორც წესი, 18 თვე მაინც სჭირდება.

შეგახსენებთ, ოქსფორდის გუნდის გარდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე ათობით ჯგუფი მუშაობს მსოფლიო მასშტაბით.

Independent