მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი მედიკოსების ოჯახებს £60,000 გადაუხდიან

5ea95c5b004f8
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.20 21:20
905
პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას გარდაცვლილი მედიკოსების ოჯახებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 60 ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფულად კომპენსაციას მიიღებენ იმ მედიკოსების ოჯახები, რომლებიც გარდაიცვალნენ სამუშაოს შესრულების დროს დაინფიცირების შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 21,092 აღემატება. მსხვერპლთა შორის ჯანდაცვის სფეროს 98 თანამშრომელია.

29 აპრილის მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფცირების 161,145 შემთხვევაა დაფიქსირებული.