მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში მიხაილ ფრიდმანი დროებით დააკავეს

638dc374898de
გიორგი თოლორდავა
05.12.22 15:09
556
გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს ლონდონში დაკავებულ იქნა რუსი მილიარდერი, რომელსაც ბრალად ედებოდა ფულის გათეთრება და საერთაშორისო სანქციების დარღვევა. მართალია, ბრიტანულ ოფიციალურ უწყებას პიროვნების ზუსტი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა როგორც რუსული გამოცემა "ტასი" წერს, დაკავებული პირი მიხაილ ფრიდმანი იყო.

როგორც ირკვევა, ფრიდმანი საკუთარ მრავალმილიონიან სახლში ბიზნესპარტნიორებთან ერთად დააკავეს და მან საკანში სულ რამდენიმე საათი გაატარა, რადგან ის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

ზუსტად რის დარღვევაში ედება ბრალი ფრიდმანს, უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ცდილობდა ბიზნესის წარმოებას. მოგეხსენებათ, ფრიდმანი თავადაცაა სანქცირებული ბრიტანეთის მთავრობის მიერ, შესაბამისად, მისი სამეწარმეო უფლებები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ მონიტორინგზეა.

ფრიდმანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგის, Alfa Group-ის დამფუძნებელია, რომლის შემადგენლობაშიც Alfa Bank-ი და IDS Borjomi შედის.

Forbes-ის შეფასებით, რუსი მეწარმის ქონება ამჟამად 13.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.