მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ნოემბერში ტანსაცმლის გაყიდვები პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა

61c01dec7d6e9
თათია კაკიაშვილი
20.12.21 23:14
420
ბრიტანეთში ნოემბერში ტანსაცმლის გაყიდვები პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა, ეკონომისტების თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ მომხმარებლებმა ე.წ. „შავი პარასკევის“ აქციებით ისარგებლეს და საშობაო შოპინგიც ადრე დაიწყეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვები გასულ თვეში 1,4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელთან ერთად, მოთხოვნამ იმატა კომპიუტერულ აქსესუარებზე, სათამაშოებსა და სამკაულებზე. თუმცა ეკონომისტების პროგნოზით, კორონავირუსის ახალმა „ომიკრონის“ შტამმა შესაძლოა, არსებული მდგომარეობა უახლოეს პერიოდში შეცვალოს.

საგულისხმოა, რომ ტანსაცმლის გაყიდვებმა ნოემბერში 2.9%-ით მოიმატა, რაც 3.2%-ით მეტი იყო 2020 წლის თებერვალთან შედარებით, სანამ გაერთიანებული სამეფო კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად პირველ „ლოქდაუნს“ გამოაცხადებდა. ამასთან, შედარებით შემცირებულია ონლაინ გაყიდვების მაჩვენებლები - 2021 წლის ნოემბერში ამ უკანასკნელის წილი 26,9%-მდე დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.