მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში შეცდომაში შემყვანი აღწერილობის გამო, პირბადეების რეკლამა დაბლოკეს

5e5fd2c572e71
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 21:00
1150
ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების მარეგულირებელმა ორგანომ (Advertising Standards Authority) შეცდომაში შემყვანი აღწერის გამო Amazon-ზე პირბადეების რეკლამა დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც BBC წერს, საუბარია ორ კომპანიაზე Easy Shopping 4 Home Ltd და Novads OU, რომელთა პროდუქციაც გასაყიდად Amazon-ის გვერდზე გამოჩნდა. კომპანიები პირბადეების რეკლამაში უთითებდნენ, რომ ისინი კორონავირუსის გავრცელებას უშლიდნენ ხელს.

მარეგულირებლის განმარტებით, აღნიშნული რეკლამა “შეცდომაში შემყვანი და უპასუხისმგებლო იყო”, რადგან ის ოფიციალურ რჩევებს ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, სპეციალისტები მოსახლეობას კორონავრუსისგან თავის დასაცავად პირბადეების გამოყენებას არ ურჩევენ და მცირეა მისი სარგებლიანობის მტკიცებულება სამედიცინო დაწესებულების გარეთ.